თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე 

16 მაისი 2022, 10:20 660 ნახვა

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მან  აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში