რაგბი: საქართველო VS არგენტინა

03 ივლისი 2022, 17:25 695 ნახვა

ამ წუთებში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები  2022 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველ შეხვედრაში არგენტინა  XV-ს ეთამაშება. შეხვედრა ქუთაისში  „აია არენაზე“ მიმდინარეობს.

ისტორიის მანძილზე  გუნდები ერთმანეთს  სამჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 ჯერ საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.   

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საგულშემატკივროდ დღეს ბათუმიდან 50-მდე გულშემატკივარი გაემგზავრა.  

ცნობისთვის 2022 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის  მთავარი შეხვედრა ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი მეტოქე იტალიის მორაგბეთა ნაკრები იქნება.

ზაფხულის სერიის ბოლო შეხვედრაში კი 16 ივლისს  ბორჯღალოსნები ისევ ქუთაისში პორტუგალიას უმასპინძლებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში