ირანში ერდოღანი პუტინს შეხვდება

18 ივლისი 2022, 14:05 616 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი   ირანში რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება.  თურქეთის ლიდერი 18-19 ივლისს ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მოწვევით თეირანს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ასტანას ფორმატის რიგით მე-7 სამმხრივ შეხვედრაში.

თურქეთის და ირანის პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს.

სამმხრივ შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ქურთისტანის მუშათა პარტიასა და ისლამური სახელმწიფოსთან ბრძოლისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე იმსჯელებენ.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში