ჯგუფი Killages

02 ოქტომბერი 2022, 15:32 1508 ნახვა

ჯგუფი Killages

ჯგუფი Killages – Tbilisi Newcomers 2017 წლის აღმოჩენა ერთ-ერთი წარმატებულია თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე.
ჯგუფის შემადგენლობას შეგახსენებთ: გუგა მაჭარაშვილი - ვოკალი (იგი ასევე ძირითადი ლირიცისტია), ანრი ყაველაშვილი გიტარა და მიქსინგი (ანრის ასევე აქვ სოლო პროექტი Anri Hudsun), რატი რატიანი იგივე ბატონი Softwood - დრამი.
რაც შეეხება ბასისტს გიორგი ლიპარტელიანს მისი ბოლოდროინდელი გეგმებიდან გამომდინარე, რაც ემიგრაციაში წასვლას უკავშირდება, იგი ჩამოსცილდა ჯგუფს.
ჯგუფის ძირითადი მიმართულება კი ჰიპ-ჰოპ, რეპით არის განსაზღვრული, მაგრამ იგი არ აქცევს თავს ჩარჩოებში - ამ სტილებთან ერთად ელექტრონიკის, დენსის, ალტერნატივის საინტერესო სინთეზს გვთვაზობს Killages.
ამ ჯერზე საუბრის საბაბი ჯგუფის ახალი, ნახევრადკოლაბორაციული  მცირე ალბომი 1 Step 2 Shut Up გახდა.