პრემიერ-მინისტრი „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო

04 აპრილი 2020, 14:03 54969 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.

გიორგი გახარიას განცხადებით,საწარმოში დასაქმებულია 3200 ადამიანი, ეს კი ნიშნავს, რომ შექმნილი კრიზისის მიუხედავად, დაახლოებით 3200 ოჯახს შემოსავლის წყარო უნარჩუნდება.ორი კვირის მანძილზე 6-მა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება.

საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ - ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში