მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა, “ვალენსიამ" მოგებით დაიწყო

14 აგვისტო 2022, 23:41 568 ნახვა

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" ესპანეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

"ვალენსიამ" პირველ ტურში "ჟირონა" მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ სრული მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე სოლერმა პენალტიდან გაიტანა.
52-ე წუთიდან წითელი ბარათის გამო ვალენსიელები ცენტრალური მცველის გარეშე დარჩენ, თუმცა კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხეს.
გიორგი მარგველაშვილმა მატჩში ერთი ბურთის მოგერიება შეძლო.

მეორე ტურში ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი  "ვალენსია" გასვლაზე 21 აგვისტოს ბილბაოს "ატლეტიკს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში