ჩინეთში მიწისძვრამ 70-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

07 სექტემბერი 2022, 10:13 614 ნახვა

ჩინეთის  სიჩუანის პროვინციაში  ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. დაშავებულია  259 ადამიანი, ხოლო 26 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სინოპტიკოსები მოსახლეობას რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი წვიმის  შესახებ აფრთხილებენ. 2017 წლის შემდეგ სიჩუანის პროვინციაში მომხდარმა ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ მრავალი შენობა გაანადგურა და სერიოზული ზიანი მიაყენა ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურას, ასევე ტელეკომუნიკაციებს. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,8 მაგნიტუდა შეადგინა.

ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრზე იგრძნობოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში