''სპალეტის სიტყვები იმას ემსახურება, რომ კვარა მომავალში უფრო კარგი იყოს'' - ვილი სანიოლი

15 სექტემბერი 2022, 16:26 942 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტის განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა.

"სპალეტის ვეთანხმები. ხვიჩა ისეთი მოთამაშეა, რომელსაც მოედანზე უფრო მეტი თავისუფლება უნდა მისცე, ბულგარეთთან 0:0-ის შემდეგ მას ვუთხარი, რომ ყოველთვის მარტო ვერ მოიგებს. ჯერ კიდევ 21 წლისაა, ბევრს შრომობს და მიზანს მიაღწევს. სპალეტის სიტყვები კი იმას ემსახურება, რომ კვარა მომავალში უფრო კარგი იყოს" - განაცხადა ვილი სანიოლმა.

23 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე", ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, 26-ში კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში