NDI-ის კვლევის თანახმად, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

16 სექტემბერი 2022, 13:20 518 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის -"NDI"-ის კვლევის თანახმად, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

მათივე განმარტებით, მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

აგვისტოს მონაცემების თანახმად, შეკითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 13 - პროცენტი სხვა პარტიებს; 54-მა პროცენტმა გასცა შემდეგი პასუხები - არც ერთი პარტია, არ ვიცი, უარი პასუხზე.

 კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, პროცენტები ასე გადანაწილდა :

კარგად - 41 %
ცუდად - 51%
არ ვიცი - 7%

ასევე,  კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას. 

კითხვაზე 66 პროცენტის პასუხი იყო "დიახ", 34%-ის პასუხი კი "არა". 

ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში