NDI - ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი

16 სექტემბერი 2022, 19:50 479 ნახვა

ოპოზიციის ნაწილი ენდობა NDI-ის კვლევის შედეგებს, და ამბობენ, რომ მათ მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, შესაცვლელად კი ოპოზიცია ბერკეტების ნაკლებობას განიცდის. იზიარებენ შეხედულებას, რომ კვლევა  რეალობას ასახავს და კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკური ტრიბუნა არ გამოიყენონ არარეალური თემებისთვის, არამედ იმ საკითხებისთვის, რაც რეალურად აწუხებს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. თუმცა, შეკითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 8 % "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 13% სხვა პარტიებს, 54%-მა პროცენტმა კი გასცა შემდეგი პასუხები – არც ერთი პარტია, არ ვიცი, უარი პასუხზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში