იზიუმის ტყეში მასობრივ სამარხში ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს

20 სექტემბერი 2022, 11:56 386 ნახვა

აღმოსავლეთ უკრაინაში  ქალაქ იზიუმთან აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან უკრაინელმა სასამართლო  სამედიცინო ექსპერტებმა 146 ადამიანის ცხედარი ამოიღეს. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მათ ნაწილს ძალადობრივი სიკვდილის  ნიშნები აქვს. ინფორმაციას ხარკოვის  ოლქის  გუბერნატორი ავრცელებს. მანამდე  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იზიუმის გარეუბანში მდებარე ტყეში, რომელიც უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში  კონტრშეტევის შედეგად გაათავისუფლეს,  450-მდე ადამიანის  ცხედარია დამარხული. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ოლეგ სინეჰუბოვის  განცხადებით,  ექსჰუმირებულ ცხედრებს შორის  ორი ბავშვისაა.  კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს უარყო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დანაშაულებების ჩადენასთან დაკავშირებით  უკრაინის ბრალდებები და მას სიცრუე უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში