პრეზიდენტის შეფასება პუტინის უკანონო გადაწყვეტილებაზე

30 სექტემბერი 2022, 18:02 555 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და წერს, რომ მოჩვენებითი რეფერენდუმის გაფორმება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. მისი განცხადებით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

''ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში