პარტიას "გახარია-საქართველოსთვის" რუსუდან თევზაძე ტოვებს. უარს ამბობს პარლამენტის მანდატზე და აქვე განმარტავს რომ გადაწყვეტილება, არ არის მიმართული პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ. აცხადებს, რომ საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მიიღო ადამიანურად ურთულესი, მაგრამ მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება.