ბათუმელმა ტაეკვონდისტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

04 ოქტომბერი 2022, 10:19 461 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ჯი-2 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში ოქროს მედალი კიდევ ერთმა ბათუმელმა სპორტსმენმა მოიპოვა.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, დიდების ასაკში იასპარეზა ზურა კიწნურაშვილმა, რომელმაც ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს კადეტებში ოქროს მედალი ასევე ბათუმელმა ნიკა ღოღობერიძემ მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ნოემბერში მექსიკა ტაეკვონდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ზურა კინწურაშვილი მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში