გელათს კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია

05 ოქტომბერი 2022, 14:40 618 ნახვა

მორიგი მონიტორინგის მიზნით გელათს იტალიელი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია.

ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის ძირითად ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა იმ ფონზე, როდესაც ტაძრის დასავლეთ მკლავის ხარვეზიანი გადახურვა მაისიდან  გახსნილია, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა და მიმდინარეობს ტაძრის კედლების გამოშრობა.

კლიმატოლოგი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება და ამ პერიოდის განმავლობაში მეცნიერულად შეისწავლის ყველა მონაცემს, დააკვირდება ტაძარში მიმდინარე შრობის პროცესს, რის შედეგადაც მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე კულტურის სამინისტრო შემდგომ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი