აშშ ირანს პრაქტიკული და აგრესიული ნაბიჯებით ემუქრება

19 ოქტომბერი 2022, 10:09 335 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები  პრაქტიკულ, აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა ირანს გაურთულდეს რუსეთისთვის დრონების  და რაკეტების მიყიდვა.  განცხადება  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა გააკეთა. მისი თქმით,  ვაშინგტონს მრავალი ინსტრუმენტი აქვს, რომ  მოსკოვისა და თეირანის პასუხისმგებლობა დადგეს. 

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა  აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ  უკვე გამოიყენა სანქციები და მის ექსპორტზე კონტროლი დააწესა. პატელის თქმით, რუსეთსა და ირანს შორის კავშირების გაღრმავება  მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. 

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაიტანენ. ეს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ირანული დრონების იმპორტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 231-ე მუხლის დარღვევაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში