ხვალ ძიუდოში აბუ დაბის გრანდ სლემი იწყება  

20 ოქტომბერი 2022, 13:57 325 ნახვა

გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ხვალ სტარტს აიღებს გრანდ სლემი ძიუდოში. ტურნირზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით 12 სპორტსმენით იასპარეზებს.

შეჯიბრებაზე ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე გამოცდილი ძიუდოისტიც იჭიდავებს.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებს დაუბრუნდა 90 კილოგრამიანი წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ლიდერი ბექა ღვინიაშვილია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში