მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გამარჯვებისთვის იბრძვის - ზელენსკი

26 ოქტომბერი 2022, 10:56 363 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვისას მადლობა გადაუხადა ყველას,  ვინც უკრაინის გამარჯვებისთვის იბრძვის. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ახლა წინა ხაზზე დგანან, ანადგურებენ ოკუპანტებს და  უკრაინას ყველაზე მნიშვნელოვანს -  მომავლისადმი რწმენას  უნერგავენ - განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტი გუშინ ქალაქ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი. დნიპროში ერთი რაკეტა ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა, რამაც ძლიერი აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. დაღუპულია სამი ადამიანი, მათ  შორის ერთი ორსული ქალია.

დაშავებულია კიდევ სამი მოქალაქე. უკრაინაში გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული უკრაინის ქალაქების მონახულების შემდეგ კიევში განაცხადა, რომ გერმანია არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში