ტოყაევი მოსკოვში ჩავიდა

28 ნოემბერი 2022, 11:03 131 ნახვა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ  შეხვდება. რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტოყაევი  ყაზახეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ეწვია. იგი მოსკოვში პუტინის მიწვევით იმყოფება. 

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით,  ეს იქნება სრულფორმატიანი და რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი.

პუტინი და ტოყაევი განიხილავენ რუსეთ-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შემდგომი განვითარების საკითხებს და ურთიერთქმედების პერსპექტივას ევრაზიის სივრცეში ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში