ბათუმის საკრებულოს სხდომა

29 ნოემბერი 2022, 14:51 786 ნახვა
00:00
00:00

ავარიული სახლების პროგრამა და პოლიტიკური ბრალდებები იყო მთავარი აქცენტები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს, მიზეზად კი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესები დაასახელეს.

ოპოზიციის ამ ნაბიჯს მორიგი სპექტაკლი უწოდეს ქართულ ოცნებაში და აღნიშნეს, რომ დესტრუქციული ძალა კიდევ ერთხელ აჩვენეს და ხალხის სასარგებლო საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს.

დღეს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი