რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს

05 დეკემბერი 2022, 10:54 209 ნახვა

რუსეთი ისევ თავს ესხმის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. თავდასხმების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის  ობიექტები დაზიანდა  ნიკოპოლში, რუსებმა "გრადებიდან" და მძიმე არტილერიიდან 10-ჯერ გაისროლეს. მათ მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები დაბომბეს. დაიბომბა ოთხი დასახლება - ნიკოპოლი, მარგანეცი, კრასნოგრიგოროვსკი და პოკროვსკაია. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

დაშავებულების შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება  ზაპორიჟიეში, სადაც  თავდასხმა მოხდა  სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.   

ამასთან ცნობილი ხდება, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა  ზაპოროჟიის ოლქის აკიმოვსკის რაიონში რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალა დაამარცხეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცების წარმატებული თავდასხმის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია 10-ზე მეტი რუსი ოკუპანტი, კიდევ 30 კი - დაჭრილია. ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა კრივოი როგში.  

უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსებმა კრივოი-როგში სამი რაკეტა გაუშვეს. ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. 5-ჯერ დაიბომბა ჰერსონი. დაზიანებულია სახლები და გაზსადენი, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორი - არიან დაშავებულები.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში