უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდიანი სესხის გამოყოფას ვეტო დაადო

07 დეკემბერი 2022, 11:18 300 ნახვა

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო. უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა   დაადასტურა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის ევროკავშირის ერთობლივი სესხის გამოყოფას ეწინააღმდეგება.  ამის სანაცვლოდ ბუდაპეშტი აცხადებს, რომ უკრაინას დახმარებას ორმხრივ საფუძველზე აღმოუჩენს.

თავის მხრივ, ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა  განაცხადა, რომ უნგრეთის მხრიდან უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების შეყოვნება ამორალურია.   

ბრიუსელში გამართული შეხვედრის თავმჯდომარემ, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა  განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია ვერ შეაჩერებს სხვა წევრებს უკრაინას დაეხმარონ. თუმცა უნგრეთის მხარდაჭერის გარეშე სახსრების მობილიზება უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში