კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში

12 დეკემბერი 2022, 10:59 437 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატარში კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გამოძიების გამო ევროპარლამენტის  ბერძენ დეპუტატს ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება ევროპარლამენტის სპიკერმა რობერტა მეცოლამ მიიღო. 

ევროპარლამენტარი ევა კაილი პარასკევს დააკავეს. მასთან ერთად  სამი დაკავებული იტალიის მოქალაქეა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ასევე ყოფილი იტალიელი ევროპარლამენტარი პიერ-ანტონიო პანცერი. რომში პანცერის ცოლი და ქალიშვილიც.

ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება „კორუფციისა და ფულის გათეთრების“ მუხლებით მიმდინარეობს. დაკავება ბრიუსელში ჩატარებული პოლიციის რეიდების შემდეგ მოხდა, რომლის შედეგადაც ნაღდი ფულის სახით 600 ათასი ევრო, ასევე  კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში