ომი უკრაინაში

12 დეკემბერი 2022, 19:59 420 ნახვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში უკრაინული ძალები კონტრშეტევებს აგრძელებენ. დონეცკის ბაზარში, რომელიც წინა საღამოს დაიბომბა, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, ბაზარზე უკრაინულმა მხარემ სარაკეტო დარტყმა მიიტანა. თავდასხმის შედეგად ბევრი პატარა მაღაზია და პავილიონი განადგურდა. რუსეთის მარიონეტი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ბაზარი არაერთხელ გახდა საარტილერიო ცეცხლის სამიზნე. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დონეცკი 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფება, რომლებიც ახლა კიევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაში ადანაშაულებენ. 2022 წლის სექტემბერში მოსკოვმა ეს ტერიტორია დონეცკსა და კიდევ სამ სხვა რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ რუსეთის ნაწილად გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში