ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს კორუფციაში ედება ბრალი

12 დეკემბერი 2022, 20:00 437 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალი გამჭვირვალედ და ყველა სტანდარტის დაცვით უნდა იყოს გამოძიებული. ასე გამოეხმაურა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში მიმდინარე ანტიკორუფციულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავები კატარის მხრიდან ევროპელი მაღალჩინოსნების მოქრთამვის შემთხვევებს სწავლობენ. გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს ოთხ ადამიანს. მათ შორის არის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი დეპუტატი ევა კაილი, რომელსაც უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტეს. საბერძნეთში კი მისი ანგარიშები გაყინეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში