მასშტაბური სარაკეტო იარეიში უკრაინის მთელ ტერიტორიზე

29 დეკემბერი 2022, 20:09 613 ნახვა

ომი უკრაინაში. რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს. განცხადების თანახმად, ასევე მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. ნოკილაევის მუნიციპალური ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შავი ზღვის თავზე რუსეთის მიერ ნასროლი ხუთი რაკეტა ჩამოაგდო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში