ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში "კაკტუსს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 90:72 დაამარცხა.
შავიზღვისპირელებს 23 ქულით, 2 მოხსნითა და 4 გადაცემით კაილი რიდლიმ ულიდერა. კარგი მატჩი ჰქონდა ასევე ჯორდან სეშენს, რომელმაც შეხვედრა 16 ქულით, 8 მოხსნით და 3 გადაცემით დაასრულა.
სტუმართაგან კი 23 ქულით, 6 მოხსნით და 4 გადაცემით, რაიან ალენი გამოირჩა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ბათუმმა“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 10 თებერვალს სტუმრად „დელტას“ წინააღმდეგ გამართავს.