ვოლნოვახაში სარაკეტო თავდასხმამ ორი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა

14 მარტი 2023, 10:10 464 ნახვა

ორი ქალი დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახაში საცხოვრებელი რაიონის დაბომბვის შედეგად.

რუსი გამომძიებელი, რომელიც ადგილზე აგროვებს მტკიცებულებებს,  თავდასხმაში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს და ამბობს,რომ  უკრაინელმა სამხედროებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ირგვლივ არ არის სამხედრო ობიექტები. 

ქალაქი ვოლნოვახა მდებარეობს დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 63 კილომეტრის მოშორებით. ის რუსულმა ძალებმა 2022 წლის 11 მარტს უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ  სასტიკი ბრძოლების შედეგად დაიკავეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში