ფილიპინებში ბორანზე ხანძარმა 10 ადამიანი იმსხვერპლა

30 მარტი 2023, 13:48 330 ნახვა

10 ადამიანი დაიღუპა ფილიპინების სამხრეთ პროვინცია ბასილანთან სამგზავრო ბორანზე  ხანძრის შედეგად. დაშავებულია 9 ადამიანი. მაშველებმა 230 მგზავრის გადარჩენა შეძლეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

სპეციალისტები ამოწმებენ , ხომ არ მოხდა ნავთობის დაღვრა. ფილიპინებში საზღვაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობაა. 

გასული წლის მაისში ანალოგიური ინციდენტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში