რომის პაპი ჰოსპიტალიზებულია

30 მარტი 2023, 10:29 517 ნახვა

რომის პაპ ფრანცისკეს აქვს რესპირატორული ინფექცია და მას მკურნალობის მიზნით  "რამდენიმე დღის" გატარება საავადმყოფოში მოუწევს - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.  

ვატიკანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება იყო დაგეგმილი, თუმცა იტალიურმა მედიამ ეს განცხადება ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ პაპთან სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ოთხშაბათს ნაშუადღევს იყო დაგეგმილი ბოლო მომენტში გაუქმდა.

მოგვიანებით ვატიკანის მიერ გავრცელებულ მეორე განცხადებაში ნათქვამია, რომ 86 წლის პონტიფიკოსი ბოლო დღეებში უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას. მას კოვიდზე ტესტიც აუღეს, რომლის პასუხიც უარყოფითია.

ვატიკანის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაპს ფილტვების ინფექცია დაუდასტურდა და სამედიცინო თერაპიისთვის რამდენიმე დღე დასჭირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში