პუტინს თურქეთში აპრილის ბოლოს ელოდებიან - ერდოღანი

30 მარტი 2023, 11:19 495 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  შესაძლოა 27 აპრილს თურქეთს ეწვიოს.

ტელეარხ ა-ტი-ვი-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინი შესაძლოა თურქეთში „როსტომის“ მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდეს. "ვლადიმერ პუტინი შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად, ან ცერემონიაში მონაწილეობა ონლაინ მიიღოს", - აღნიშნა ერდოღანმა.

უკრაინული მედია წერს, რომ თურქეთს რომის წესდების რატიფიცირება არ მოუხდენია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს. შესაბამისად, თურქ სამართალდამცავებს არ მოეთხოვებათ პუტინის დაკავება მას შემდეგ, რაც სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს მისი დაკავების ორდერი გასცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში