ბათუმის საკალათბურთო გუნდმა რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა 

06 აპრილი 2023, 21:54 662 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „კავკასიას“ უმასპინძლა 96:67 დაამარცხა, რითაც ფლეიოფში თამაშის უფლება გაინაღდა.

შავიზღვისპირელებს ტრადიციულად კაილი რიდლიმ ულიდერა, ამერიკელმა ლეგიონერმა მოედანზე 19:46 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 21 ქულა, 1 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა. სტუმართაგან კი 12 ქულით, 1 მოხსნითა და 4 გადაცემით კრის მაკნილი გამოირჩა.

სუპერლიგის ფლეიოფის რვავე მონაწილე ცნობილია, შეხვედრები კი 20 აპრილიდან დაიწყება.

ბათუმელების მეტოქის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუმცა მანამდე ბუბა ბერიშვილის გუნდი 11 აპრილს თასზე სტუმრად გურჯაანის „დელტას“ დაუპირისპირდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში