რესპუბლიკური ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში

28 მაისი 2023, 17:55 751 ნახვა

თენგიზ ბოლქვაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი დასრულდა სპორტულ აკრობატიკაში. შეჯიბრებაში სპორტსმენები მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს რეგიონებიდან ასევე სომხეთიდან. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამეულთა და წყვილთა თანრიგში.

თენგიზ ბოლქვაძე იყო სპორტის ოსტატი, მსაჯი, მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ტანვარჯიშის განვითარებაში. მისი სახელობის ტურნირი მეოთხედ ჩატარდა. თენგიზ ბოლქვაძე გასულ წელს გარდაიცვალა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში