ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება იზრდება

11 ივნისი 2023, 15:02 700 ნახვა

პარლამენტი, დაჩქარებული წესით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

კანონპროექტს ხვალინდელ სხდომაზე ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და  გამოთხოვის შესაძლებლობა, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება. მაკონტროლებელ ორგანოს უფლებამოსილება ეძლევა, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიყენოს, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს ჯანდაცვის მინისტრი დაამტკიცებს.

სააგენტოს ასევე შეეძლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს საქმიანობის უფლება შეუჩეროს.ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები იზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში