საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ეთამაშა.
ამ შედეგით რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა 5 ქულა დააგროვა და ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილი დაასრულა.
მატჩი ნიდერლანდების უპირატესობით დაიწყო. რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნეს. მამარდაშვილის კარი ძელმაც კი იხსნა.
მეორე ტაიმიც სტუმრების უპირატესობთ წარიმართა, თუმცა საქართველოს კონტრშეტევით პასუხობდა. საბოლოო ჯამში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა.
მეორე ადგილზე 4 ქულით პორტუგალია გავიდა. მესამეზე 3 ქულით ნიდერლანდები, ხოლო 2 ქულით ბოლო ბელგია იყო.
ამ მატჩზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თბილისში რამდენიმე დღის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. მატჩს 43 043 მაყურებელი ესწრებოდა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე, ხვალ გერმანიას, ჩეხეთსა და ისრაელს შორის გაირკვევა.