საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში

17 აგვისტო 2023, 14:10 570 ნახვა

18 აგვისტოს ბათუმში, საზაფხულო თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად.ბათუმელი რეჟისორი, საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის.

ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რომლებიც ჯანდაცვის არსებული პროგრამებით საქართველოში არ ფინანსდება.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: სოფო ხალვაში, ASEA SOOL, აჩიკო გოგიტიძე, სულხან დევაძე, გიორგი ტუღუში, ბენდი „ორიონი“, Seaside, გიორგი ნაკაშიძე, ბათუმური კვარტეტი და სხვები.

კონცერტი 19 საათზე დაიწყება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში