სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონაში ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებენ

17 აგვისტო 2023, 15:44 440 ნახვა

სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო. მე-3 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მაშველებთან ერთად, სასტუმრო „სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე, შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, რომელიც ჯარისკაცებს რჩევებსა და მითითებებს აძლევდა და სამუშაო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში