''დინამო'' ბათუმისა და ''დინამო'' თბილისის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

21 სექტემბერი 2023, 14:22 926 ნახვა

''დინამო'' ბათუმისა და ''დინამო'' თბილისის მატჩის ბილეთების რეალიზება დაიწყო.

24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ბათუმში ორი ''დინამოს'' დერბი გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე ჩანიშნული.

ბილეთების გაყიდვა საიტ: biletebi.ge-ზე მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 5, 10 და 15 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

სტადიონის სალაროებში 22 სექტემბრიდან გაიყიდება.

25 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 55 ქულით ''დინამო'' ბათუმი პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო დინამო ''თბილისი'' 48 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში