ტრამპი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ბაიდენის ძალისხმევას აკრიტიკებს

24 ოქტომბერი 2023, 11:15 418 ნახვა

დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე  განაცხადა, რომ  თუ მას პრეზიდენტად ხელახლა აირჩევენ,  შეაჩერებს მესამე მსოფლიო ომს. ტრამპმა გააკრიტიკა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში  ბაიდენის პოლიტიკა. ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პირადად წარადგინა  დოკუმენტები ნიუ ჰემპშირის  პრაიმერისთვის. 

ისრაელის არმია აცხადებს, რომ  ემზადება  ჰამასის გასანადგურებლად  დაუღალავი თავდასხმებისთვის.  პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის მონაცამებით,  ღაზაში ორი კვირის განმავლობაში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად  დაღუპულთა რიცხვმა   5 ათას გადააჭარბა.  

საჯაროდ აშშ-ი ხაზგასმით აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა თეთრ სახლთან დაახლოებული  ორი წყარო ამბობს, რომ თეთრმა სახლმა, პენტაგონმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა გააქტიურეს  პირადი მოწოდებები  სიფრთხილისკენ ისრაელელებთან საუბრისას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში