“ევროოპტიმისტების” საპარლამენტო ინიციატივა

24 ოქტომბერი 2023, 11:00 440 ნახვა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ,,ევროოპტიმისტების“  მიერ პარლამენტში ინიცირდება კანონპროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, ფართოვდება სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი, რაც გამოიხატება მათი ფუნქციების გაფართოებაში დირექტორის არჩევისას. ხატია დეკანოიძის განცხადებით, დღეს მოქმედი რედაქციით სამეურვეო საბჭოები სკოლის დირექტორთა არჩევისას ფორმალურ როლს ასრულებენ.

ასევე, გარდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებისა, რეგისტრირდება პროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ, რომლითაც სკოლის დირექტორებს, მათ მოადგილეებსა და მასწავლებლებს შეეზღუდებათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლება, რაც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებასა და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში