ლაშა ბექაური “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას დაიცავს

27 ნოემბერი 2023, 11:42 933 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას დაიცავს. ბექაურმა ფოტოები ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

ქართველი ძიუდოისტი წერს, რომ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა.

9-10 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს იგივე ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს.

ბექაურს კლუბში კიდევ ერთი ქართველი დახვდება. “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას ლუკა მხეიძე იცავს, რომელიც საფრანგეთის სახელით ასპარეზობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში