ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

06 დეკემბერი 2023, 14:59 490 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი “ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს“ მასპინძლობს. კვირეული დღეს საჯარო ლექციით გაიხსნა. “საკონსტიტუციო სასამართლოს როლი დემოკრატიული ღირებულებების და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პროცესში“ _ ამ თემაზე მოხსენებით წარდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გიორგი კვერენჩხილაძე, ირინე იმერლიშვილი და გიორგი თევდორაშვილი. კვირეულის ფარგლებში ჩატარდება დისკუსია თემაზე გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე გაიმართა საჯარო დებატები სტუდენტების მონაწილეობით. საუნივერსიტეტო კვირეული, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების ირგვლივ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა, 2014 წლიდან იმართება. მას მხარს უჭერს უესეიდის სამართლის უზენაესობის პროგრამა.წელს ღონისძიებაში 17 უნივერსიტეტია ჩართული.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში