კორუფციასთან ბრძოლა - ევროკავშირის ელჩის განცხადება

09 დეკემბერი 2023, 11:49 343 ნახვა

ევროკავშირის მისია საქართველოში, ევროკავშირის ელჩის ვიდეომიმართვას ავრცელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ვიდეოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ახსენებს, რომ "კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი". ის აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროგრესის ნაწილად მიიჩნევს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, თუმცა ამბობს, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში