საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

13 დეკემბერი 2023, 11:53 369 ნახვა

ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქვეყნის ჩემპიონები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა გაიმარჯვა, ამავე წონაში მესამე ადგილზე აჭარის წარმომადგენელი რამაზ თურმანიძე გავიდა. საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს აკაკი ქემერტელიძემ, გიორგი გოგრიჭიანმა, ვლადიმერ გამყრელიძემ და აჭარის წარმომადგენელმა მამუკა კორძაიამ, შესაბამისად, 70, 74, 86 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში. დღეს ჩემპიონები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში