თამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა

21 მაისი 2016, 00:00 3621 ნახვა

თამაზ მეჭიაურმა პარტია "ქართული ოცნება" დატოვა. გადაწყვეტილება მან ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომის დასრულების შემდეგ გაახმაურა, რომელსაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მოემზადება.  მისივე განცხადებით, ტოვებს პარტიას, თუმცა რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში”, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ. თამაზ მეჭიაურმა პარტია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიციის გამო დატოვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში