ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია

20 იანვარი 2024, 10:58 328 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა იმ პირობით, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება.

ზელენსკის თქმით, თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების ფორმულა, მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში