ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება დაანონსა

21 თებერვალი 2024, 10:15 264 ნახვა

ამერიკა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებისა და უკრაინაში ორწლიანი ომის გამო პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების  მთავარ პაკეტს გამოაცხადებს-განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კალიფორნიაში გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას, დაგეგმილი სანქციების  დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ თქვა, რომ პარასკევს პაკეტის შესახებ  დამატებით ინფორმაციას მიაწოდებს.

მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების ფართო სპექტრი დააწესა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან  არის დაკავშირებული. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში