ხელვაჩაურის მერიის შენობაში ხმაურია

22 აპრილი 2024, 11:44 313 ნახვა

ხმაურია ხელვაჩაურის მერიის შენობაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ ანზორ ბოლქვაძის კაბინეტთან მისვლას, რადგან მაჟორიტარს დღეს, მოქალაქეების მიღების დღე უნდა ჰქონოდა. როგორც მერიის დაცვის სამსახურში აცხადებენ, დეპუტატი ადგილზე არ იმყოფება.

შესვლის მცდელობისას, მერიის თანამშრომლებსა და ოპოზიიციის წევრებს შორის, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაცვის თანამშრომლები ჟურნალისტებსაც არ აძლევენ შენობაში შესვლის და დაპირისპირების გადაღების საშუალებას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში