ხმაური კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტიდან აძევებენ

29 აპრილი 2024, 15:15 217 ნახვა

რეგლამენტის უხეშ დარღვევაში დადანაშაულებული ანრი ოხანაშვილი პირიქით ადანაშაულებდა ოპოზიციას სხდომის ხელოვნურად გაჭიანურებაში, ამ დრომდე კი დარბაზში დარჩენილ ოპოზიციონერ კოლეგებს აფრთხილებს, რომ მათაც დაატოვებინებს სხდომას.  

ოპონენტების შეფასებით კი, როცა მმართველ გუნდს პასუხები არ აქვთ კონკრეტულ კითხვებზე, მათი რეაქცია  სწორედ  დეპუტატების დარბაზიდან გაძევებაში გამოიხატება.

ოპოზიციაში ისევ იმეორებენ, რომ ყველა მუხლი ქართული კანონპროექტისა, რუსულის ანალოგს ემთხვევა, თანაც იმავე თანმიმდევრობით.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში