საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაქვეითდა

24 ოქტომბერი 2024, 17:26 314 ნახვა
 
 

ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა.

ვილი სანიოლის გუნდმა ოქტომბერში უკრაინასთან (1:0) და ალბანეთთან (0:1) მარცხის შემდეგ, ფიფას რეიტინგში 12.66 ქულა დაკარგა და ამ დროისთვის 1365.56 ქულით, 67-ე პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, ალბანეთი 66-ე ადგილზეა და რეიტინგში სწორედ ჩვენს გუნდს გადაასწრო, ჩეხეთი 45-ე პოზიციას იკავებს, ხოლო უკრაინა 25-ე საფეხურზეა.

ფიფას რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. არგენტინა - 1883.5 ქულა;
  2. საფრანგეთი - 1859.85 ქულა;
  3. ესპანეთი - 1844.33 ქულა;
  4. ინგლისი - 1807.83 ქულა;
  5. ბრაზილია - 1784.37 ქულა;
  6. ბელგია - 1761.27 ქულა;
  7. პორტუგალია - 1752.68 ქულა;
  8. ნიდერლანდები - 1748.24 ქულა;
  9. იტალია - 1729.4 ქულა;
  10. კოლუმბია - 1724.37 ქულა.

2024 წლის ბოლო რეიტინგს ფიფა 28 ნოემბერს სანაკრებო მატჩების შემდეგ განაახლებს.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ნოემბერში ორ მატჩს გამართავს. ჯვაროსნები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას უმასპინძლებენ, ხოლო 19 ნოემბერს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდებიან.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში